კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებას აგრძელებს ბუნებისმეტყველთა კლუბი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკის მიმართულებას გაუძღვება მე-12 კლასის მოსწავლე თინათინ ქოქოშვილი!

კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებას აგრძელებს ბუნებისმეტყველთა კლუბი, რომლის ფარგლებშიც  ფიზიკის მიმართულებას გაუძღვება მე-12 კლასის მოსწავლე თინათინ ქოქოშვილი. მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ფიზიკის ლაბორატორიაში 16 ოქტომბრის ჩათვლით. 


ფიზიკის კლუბის მიზანია:


·         მოსწავლეთა დაინტერესება ფიზიკით

·         ფიზიკის სკოლის პროგრამის უკეთ სწავლისთვის ხელშეწყობა

·         მოსწავლეებისათვის გაუგებარი საკითხების გარჩევა და გააზრება

·         აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება

·         ფიზიკის ტერმინების ინგლისურ ენაზე შესწავლა

·         სხვადასხვა საინტერესო აქტივობები (რაც დაეხმარება მოსწავლეებს ფიზიკის უკეთ შესწავლაში)




მიზნები:


1.       ფიზიკის ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა

2.       ფიზიკის ამოცანების გარჩევა და ანალიზი

3.       თეორიული ფიზიკის უკეთ სწავლა

4.       სხვადასხვა საინტერესო აქტივოვებიბის დაგეგმვა და განხორციელება (ლაბორატორია, კონკურსები....)

5.       გუნდური მუშაობის უნარის განვითარების ხელშეწყობა

6.       მოსწავლების ინფორმირება ფიზიკის მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ

7.       კონკურსების ჩატარება

8.       სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან

 


ზემოთ